ხათუნა ბურკაძე მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსისა და განათლების რეფორმის შესახებ

„ჯეოქეისის“ მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსისა და განათლების რეფორმის ოთხპუნქტიანი სამომავლო გეგმის შესახებ EuroNews Georgia-ს ეთერში ისაუბრა. 


„გლობალური კრიზისის პერიოდში, დისტანციური სწავლების გამოყენების გზით, ჩვენ შევძელით სწავლის  უწყვეტობის შენარჩუნება, რაც პროცესში  ჩართული ყველა რგოლის ძალისხმევის შედეგია“, - აღნიშნა პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ.


ხათუნა ბურკაძემ საქართველოში განათლების სისტემის გამოწვევების შესახებ საუბრისას მიმოიხილა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ სარეკომენდაციო პაკეტი,  კერძოდ განათლების რეფორმის შესაძლო, სამომავლო ოთხპუნქტიანი გეგმა. „აუცილებელია განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიის განახლება; სასწავლო პროგრამების შეცვლა იმისათვის, რომ სრულად ვუპასუხოთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს; სკოლებსა და უნივერსიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარება; საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობით განათლების რეფორმის ხელშემწყობი მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნა“, - განაცხადა მან.
 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: