„ჯეოქეისის“ გამგეობის წევრმა ბაქარ ფალავანდიშვილმა ფრეიზერის ინსტიტუტის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ინდექსის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში კომენტარი გააკეთა: - “აღნიშნული ინდექსი აფასებს თუ რამდენად აქვთ თავისუფალი არჩევანი ეკონომიკურ აგენტებს მთავრობის შეზღუდვების გარეშე მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, ასევე რამდენად გამართულია სამართლებრივი სისტემა ქვეყნის შიგნით. ის ორიენტირებულია ეკონომიკური აგენტების თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვაზე და აფასებს საერთაშორისო ვაჭრობისადმი ღიაობასა და გახსნილობას. ასევე სხვა ტიპის რეგულაციებს, რაც რელევანტურია ეკონომიკური თავისუფლებისათვის.“
იხილეთ კომენტარი