"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში კომენტარი გააკეთა.
„ის ენერგოდერეფანი, რომელიც აკავშირებს სამ ქვეყანას აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს კონფლიქტის უშუალო სიახლოვეს არის, ამიტომ საფიქრალია როგორი ზემოქმედება შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის არეალის გაფართოებასა და როგორი უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ენერგოკორიდორზე“,- განაცხადა ყიფიანმა.
„რაც შეეხება რეგიონალურ განზომილებას მთელი რიგი საკითხებია განსაკუთრებით აღსანიშნია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტელეკომუნიკაციების, ბოჭკოვანი კაბელის უმსხვილესი პროექტი, ე.წ. აბრეშუმის გზის ტელესაკომუნიკაციო დიგიტალური ჰაბი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია“,- განაცხადა ყიფიანმა.
იხილეთ ინტერვიუ