"ჯეოქეისის" მკვლევარმა, ბაჩო თორთლაძემ გაეროს 75-ე გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერების მიერ გაჟღერებული მთავარი გზავნილები Euronews Georgia -ს ეთერში შეაფასა. „გაეროს 75-ე გენერალური ანსამბლეაზე, როგორც მოსალოდნელი იყო ძირითადი აქცენტი გაკეთდა კოვიდ 19-თან ბრძოლის მექანიზმებზე. ასევე გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოები თანხმდებიან საერთაშორისო მართლწესრიგის არსებული მოდელის ცვლილების საჭიროებაზე. თუმცა კარდინალურად განსხვავებული პოზიციებისა და კოორდინაციის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, რეალური ცვლილებების ხილვა ნაკლებად მოსალოდნელია“,-განაცხადა ბაჩო თორთლაძემ.
იხილეთ კომენტარი