სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებები გრძელდება

„მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო არ სრულდება. ასევე ფართოვდება შეიარაღებული კონფლიქტის გეოგრაფიული არეალი, რაც კიდევ უფრო ამწვავებს რეგიონში არსებულ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაეროს უშიშროების საბჭო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობით ჯერ-ჯერობით საერთოდ არ ცდილობს რაიმე რეაგირების მოხდენას.  ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფიც მხოლოდ დეკლარაციული განცხადებების ხასიათით შემოიფარგლება.“,-განაცხადა ბაჩო თორთლაძემ.


"ჯეოქეისის" მკვლევარი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არსებული პასიურობა რისი შედეგიც გაზრდილი მსხვერპლი და დაშავებული ადამიანების მზარდი რაოდენობაა.  
 

იხილეთ ინტერვიუ

გააზიარე: