"ჯეოქეისის" მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ „საიბერ თოქში“ ლადო სვანაძესთან კიბერუსაფრთხოების გაძლიერების 6-პუნქტიანი გეგმა განიხილა.
ხათუნა ბურკაძის აზრით, კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმა შემდეგ ინიციატივებს უნდა მოიცავდეს:
1.    კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის როგორც საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, დაცვის დამატებითი სტანდარტების, მექანიზმების შემუშავებას;
2.    კიბერ საფრთხეების ანალიზის მიზნით, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებში შესაბამისი ანალიტიკური ჯგუფების განვითარებასა და გამოწვევების ანალიზისას სათანადო მეთოდოლოგიის დანერგვას, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებითაც;
3.    უფრო მეტი სიხშირით ერთობლივი სიტუაციურ სცენარებზე მორგებული ტრენინგებისა და კიბერსავარჯიშოების  ჩატარებას პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკელ, ესტონელ კოლეგებთან. ასევე, ამ მიმართულებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას;
4.    კიბერუსაფრთხოების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით,  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარებასა და შესაბამისი სპეციალისტების, მკვლევარების მომზადებას;
5.    საჯარო და კერძო სექტორის აქტორების ჩართულობით სახელმწიფო დონეზე კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის საბოლოოდ ჩამოყალიბებას;
6.    კიბერ მედეგობის გაზრდისათვის, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტების მეტი სიხშირით განხორციელებას.
ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნატო-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიბერ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.
იხილეთ გადაცემა
 
             
         
        