ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პერსპექტივა რუსთავი 2-ის ეთერში მიმოიხილა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი ამ დრომდე არ არსებობს.
"პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი მონაწილისათვის არსებითია, რომ პროცესი დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში და არ გასცდეს კანონის ჩარჩოებს. ამ მხრივ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ანალიტიკოსის განმარტებით, დოკუმენტებში, რომელიც წარმოადგინეს საერთაშორისო ინსტიტუტებმა, საუბარია არაერთ ხარვეზზე, თუმცა ყველა დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნებმა კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და იყოს პოლიტიკურად მიზანშეწონილი.“,-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.