„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებების შესახებ

ავტორი:
გადმოწერეთ PDF ფაილი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებების შესახებ გადაცემაში "დღის ქრონიკა" ისაუბრა.

 

„პოლიტიკური სიმწიფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ელიტის ნაწილმა ისწავლოს დოკუმენტების წაკითხვა, მათი შინაარსის პატიოსნად მიტანა ამომრჩევლამდე,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაში საუბარი რამდენიმე ძირითად ასპექტზეა. დოკუმენტები მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც დამკვირვებლებს არ მოსწონთ და საარჩევნო რეფორმის პრობლემატიკას განაპირობებს. ასევე, მოცემულია რეკომენდაციები, კერძოდ, იმ რეფორმების ბოლომდე მიყვანა, რომლებმაც საარჩევნო გარემო უნდა გააჯანსაღონ და სტანდარტები გააუმჯობესონ. 

 

ანალიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი მიესალმება მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტთან მუშაობას. 

 

„გამოქვეყნებული დოკუმენტები იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას: რა ხარვეზები დაფიქსირდა, რა არის სწორი და რა რჩება გასაკეთებელი. აღსანიშნია, რომ მიმდინარე პროცესს ჩვენი უცხოელი პარტნიორები გაცილებით მეტი სიფაქიზით ეკიდებიან, ვიდრე პოლიტიკური პროცესის ზოგიერთი მონაწილე,“ -განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: