ვიქტორ ყიფიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ სტუმრობისას საგარეო პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა

ავტორი:
გადმოწერეთ PDF ფაილი

"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ სტუმრობისას საგარეო პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა.

 

ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტს აქვს ძალიან ღრმა პოლიტიკურ-იდეოლოგიური დატვირთვა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მაღალი რეგისტრის აკორდით გაფორმება იმ ოთხწლიანი თანამშრომლობისა, რაც ჯერ კიდევ მოქმედ ადმინისტრაციასა და საქართველოს აერთიანებს.

 

”ყარაბაღის შეთანხმებით რუსეთმა მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები რეგიონში. ასევე თურქეთი, რომელიც ჩვენი პარტნიორია, ასი წლის შემდეგ პრაქტიკულად ბრუნდება რეგიონში. თურქეთი გვერდში გვიდგას წლების განმავლობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვითკმარობის განმტკიცების თვალსაზრისით,"-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი მოცემულობა, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

 

”უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი ურთიერთობების განვითარება შეიძლება გავიდეს ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების მოდელის მიღმა და ის დაეფუძნოს შავი ზღვის ირგვლივ გარკვეულ კონფიგურაციას, რომელშიც თანაბრად იქნებიან გაერთიანებული როგორც ნატოს წევრი, ასევე ნატოს არაწევრი ქვეყნები, მაგრამ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები რეგიონში,“- განაცხადა ყიფიანმა. 

 

"ჯეოქეისის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება, ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელიც იშვიათად ეხსნებათ მცირერიცხვოვან ერებს და ამით თანაბრად უნდა ისარგებლოს, როგორც ჩვენმა ქვეყანამ ისე სტრატეგიულმა მოკავშირეებმა. 


 

გააზიარე: