ვიქტორ ყიფიანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის შესახებ

ავტორი:
გადმოწერეთ PDF ფაილი

"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.

 

ვიქტორ ყიფიანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის უშუალო ჩართულობით მოიძებნება ბალანსი და ქართული პოლიტიკური პროცესი კანონს მიღმა არ გავა:

"არც ამომრჩევლის უმცირესი ჯგუფი უნდა დაიჩაგროს და არც უმრავლესი, შესაბამისად, სწორია ეკვილიბრიუმის მოძებნა ყველა სეგმენტს შორის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი უცხოური მედიაციით, განსაკუთრებით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის უშუალო მონაწილეობის ხარჯზე, ეს სწორი თანწყობა, ბალანსი მოიძებნება. ვფიქრობთ, რომ მივალთ ისეთ გადაწყვეტამდე, რომ ქართული პოლიტიკური პროცესი დარჩეს ინსტიტუტების ფარგლებში, არ გავიდეს კანონის მიღმა და ჩვენ ყველამ მივაღწიოთ იმ საწადელ შედეგს, რასაც ჰქვია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: