„ჯეოქეისსა“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ხელი მოაწერეს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ხელმძღვანელმა თეა ნიკოლაშვილმა.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას.

 

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ მელქაძე ესწრებოდნენ. დოკუმენტზე ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 

გააზიარე: