29 აპრილს „ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მესამე მოდული დაიწყო, რომელსაც „ჯეოქეისის" საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულების დირექტორი, ბაჩო თორთლაძე გაუძღვება.
მოდული „ადამიანის უფლებათა დაცვა 21-ე საუკუნეში" მოიცავს ლექციათა ციკლს ადამიანის უფლებების წარმოშობის ისტორიის, ადამიანის უფლებათა კონცეპტუალური ანალიზის, ადამიანის უფლებების თანამედროვე როლის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ.
მოდულის მიზანია სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების საფუძვლების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება, ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობა და ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში ინდივიდის როლის ჩვენება. მოდულის განმავლობაში, სტუდენტები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც შეძლებენ.
„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.