ვიქტორ ყიფიანი ახლო აღმოსავლეთში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების შესახებ

ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ახლო აღმოსავლეთში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის ამჟამინდელი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

 

„დღევანდელ არაორდინალურ სამყაროში ყოველი ასეთი კონფლიქტი ჩვენთვის, ქართველებისთვის, გაკვეთილის მომტანი უნდა იყოს. ისრაელის მაგალითზე ჩვენ მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა. პირველი ის, რომ ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება არის საყოველთაო, ეროვნული საზრუნავი, ასევე უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება სწრაფად გავარკვიოთ როგორია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება შავი ზღვის რეგიონთან, რომელიც დღეს უკვე თავისი სირთულით შეიძლება გარკვეულწილად ახლო აღმოსავლეთს არც ჩამორჩებოდეს," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

იხილეთ სრული გადაცემა 

გააზიარე: