ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აშშ-ის სენატორების ვიზიტის, NATO-ს მოახლოებული სამიტისა და საქართველო-უკრაინის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ქრონიკის ეთერში ისაუბრა

ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აშშ-ის სენატორების ვიზიტის, NATO-ს მოახლოებული სამიტისა და საქართველო-უკრაინის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ქრონიკის ეთერში ისაუბრა. 


„აშშ-ის სენატორების საქართველოში ჩამოსვლას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ში დიდი კონკურენციაა საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის, ასევე დღევანდელ რეალობაში დიდი კონკურენციაა გეოგრაფიული არეალების მიმართულებით. მათი ჩამოსვლა, ადგილზე ვითარების გაცნობა, პოლიტიკური პორცესების კონტრიბუტორებთან შეხვედრების გამართვა, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა იმის საწინდარია, რომ ისინი სამშობლოში მნიშვნელოვანი გზავნილებით დაბრუნდებიან".


საქართველო-უკრაინის ურთიერთობების შესახებ შეფასებისას ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა: „იმდენად  დიდია ორ ქვეყანას, საქართველო-უკრაინას შორის სიახლოვე, იმდენად გვაერთიანებს საერთო ინტერესები თუ გამოწვევები, ვიმედოვნებ, რომ მათი მიდგომა სამომავლოდაც იქნება პარტრნიორული და სამოკავშირეო სულისკვეთების".


NATO-ს მოახლოებული სამიტის შესახებ კი აღნიშნა: „თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პატეთიკა არ კმარა, ინტერესთა სწორი თანხვედრა, სწორ მომენტში გადამწყვეტია. NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, ჩემი მოლოდინი ფრთხილი ოპტიმიზმის მატარებელია. ერთია რა არის ჩვენი მოლოდინი, მეორეა რომ მოლოდინი NATO-ს მხრიდან არანაკლებია. თუ ჩვენ არ გვინდა დროს ჩამოვრჩეთ და რეგიონში ერთმანეთი დავკარგოთ, NATO-ს მხრიდან მეტი ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი". 

 

გთხოვთ, იხილოთ გადაცემის ჩანაწერი
 

გააზიარე: