„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეექვსე მოდული „რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში სეპარატისტული რეგიონების მიმართ" დაიწყო, რომელსაც „ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი გაუძღვება.
მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან რუსეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული თუ როგორ ხდებოდა გეოპოლიტიკური მიზნებისათვის პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული კონფლიქტების ზონების გამოყენება.
ლექციების მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული მოსკოვის მიერ სეპარატისტული კონფლიქტების მიზანმიმართული გამოყენება სამხრეთ კავკასიაზე გავლენის შესანარჩუნებლად ასევე რუსეთის ურთიერთობები რეგიონის სამ ქვეყანასთან.
რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მისი ურთიერთობების კონტექსტში დასავლეთთან, თურქეთთან და ირანთან. „ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან.