„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეშვიდე მოდული "სტრატეგიული კრიზისების, ეროვნული დონის ინციდენტების და საგანგებო ვითარების მართვა" დაიწყო, რომელსაც „ჯეოქეისის" ანალიტიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ – მაიორი (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძე გაუძღვება .
შემოთავაზებული მოდული სრულად მოიცავს კრიზისების მართვის ყველა ციკლს, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მას გამოადგება აღნიშნული მიმართულებით წარმატებული საქმიანობისთვის.
მოდული მოიცავს ლექციათა ციკლს, რომელიც მოიცავს კრიზისის გამომწვევი ინდიკატორების დადგენას, მონიტორინგს და შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას; კრიზისის მართვის გეგმის მეთოდიკის ათვისებას; გაუთვალისწინებელი ვითარების დაგეგმარებას; კრიზისების მართვის კომუნიკაციას; ინტერ - სააგენტო თანამშრომლობას.
მოდული დასრულდება სიმულაციური თამაშით, სადაც, გათამაშებული იქნება კრიზისი და მოხდება უსაფრთხოების საბჭოს მოდელირება.
ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან.