ხათუნა ბურკაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოხელეებისთვის ნატო-ს შესახებ ლექცია ჩაატარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ონლაინ ლექცია გაიმართა.


ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების დირექტორმა,  პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ  40-მდე მონაწილესთან  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე, მის მთავარ  პრინციპებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა   ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „საქართველოს ნატო-ში წევრობისათვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. აუცილებელია, ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება რეალობად იქცეს. ეს სჭირდება საქართველოს, ნატო-სა და მთლიანობაში, რეგიონალურ უსაფრთხოებას“.  


შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გახსნეს და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.


ლექცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
 

გააზიარე: