ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, "ამერიკული კუთხის" მიწვევით, „ჯეოქეისისა“ და გენერალ შალიკაშვილის ფონდის წარმომადგენლებმა, უფროსკლასელთათვის ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: "გენერალი შალიკაშვილი და ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობა" გამართეს.
ლექციას უძღვებოდა „ჯეოქეისის ექსპერტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძე.
ლექციამ ახალგაზრდა მსმენელთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და მათი აქტიური ჩართულობით წარიმართა.
"ჯეოქეისისა" და ეროვნული სასახლის მემორანდუმის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიების განხორციელება იგეგმება.