„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კურსის ფარგლებში ლექცია წაიკითხა

ჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) მიწვევით, სამხრეთ კავკასიისა და ფართო შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ორგანიზებული საერთაშორისო კურსის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა.


კურსის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიისა და ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთ თემების განხილვა როგორიცაა: რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, კონფლიქტები, შიდა და გარე აქტორების როლი და მნიშვნელობა გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ნატოსა და ევროკავშირის სტრატეგიული მიზნები, ჰიბრიდული საფრთხეები, ენერგო და ეკონომიკური უსაფრთხოება, რეგიონის ქვეყნების იდენტობის, კულტურისა და რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები.


კურსს წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.


ლექციის დროს ვიქტორ ყიფიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილა და რეგიონალურ კონტექსტში მის შედეგებზე ისაუბრა.


აღნიშნული კურსი უკვე მეორედ ჩატარდა და მას საქართველოს, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთისა და ბულგარეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
 

გააზიარე: