ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი” IRI-ის პროგრამის - ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის (TSI) მონაწილეებს უმასპინძლა

2021 წლის 15 დეკემბერს ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი’ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის - ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის (TSI) მონაწილეებს უმასპინძლა. სტუმრებს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და არარეზიდენტი მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი შეხვდნენ.
 

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივა (TSI) წარმოადგენს ყოველწლიურ პროგრამას, რომლის საშუალებით ევროპისა და აშშ-ის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, სახელმწიფო და სამხედრო ოფიციალური პირები, ბიზნეს ლიდერები და მაღალჩინოსნები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს და ეძებენ ინოვაციურ მიდგომებს ნატო-სა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებით.
 

„ჯეოქიეისში“ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ TSI-ის პროგრამის მონაწილეები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან. მათ დაგეგმილი აქვთ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ალიანსის წინაშე მდგარი კრიტიკულ საფრთხეების იდენტიფიცირება და ადგილზე  შესწავლა. 
 

ვიქტორ ყიფიანმა სტუმრებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მისია და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. დასასრულს ვიქტორ ყიფიანმა და ნიკოლოზ ხატიაშვილმა TSI-ის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.
 

ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებისა და სემინარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, TSI-ის მონაწილეები გამოაქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც თითოეული მონაწილის ქვეყნის პარლამენტში გავრცელდება. 
 

გააზიარე: