ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისი“, ევრაზიის კვლევების ცენტრთან - AVİM (თურქეთი) თანამშრომლობით, გამართა ვებინარი სახელწოდებით "რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზების ძიება სამხრეთ კავკასიაში 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ: შეფასებები საქართველოსა და თურქეთის პერსპექტივიდან".
დისკუსიის მიზანი იყო იმ ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტის განხილვა, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის შედეგად გაჩნდა და რეგიონული აქტორებისათვის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოაჩინა.
ვებინარის მომხსენებლებს შორის იყვნენ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი; ევრაზიული კვლევების ცენტრის (AVİM) დირექტორი, ელჩი ალევ კილიჯი; „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი; „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი; საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამების მენეჯერი, ელდა კარადაგი; ევრაზიული კვლევების ცენტრის (AVİM) ანალიტიკოსი, ტუტკუ დილავერი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, თურგუთ ქერემ თუნჯელი.
მომხსენებლებმა სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს და სტაბილურობის, მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„დისკუსია მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე პრინციპული ასპექტის თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი და AVIM-დან ჩვენი კოლეგების მაგალითზე მოხდა ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის კავშირის მნიშვნელობის დემონსტრირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ექსპერტულ წრეებს ეხება. ასევე, ღონისძიებამ ორივე მხარეს შესაძლებლობა მოგვცა დაგვეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრებები რეგიონთან დაკავშირებით. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვებინარმა კვლავ წარმოაჩინა საქართველოსა და თურქეთის შორის პარტნიორობა. დიდი მადლობა დისკუსიის საშუალებით აზრთა გაცვლის ამ შესაძლებლობისათვის." - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
დისკუსიის დასასრულს, განხილული თემების ირგვლივ კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართა.
ვებინარი დახურულ ფორმატში ჩატარდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებული აუდიტორიისათვის.
ნახეთ ვებინარის ჩანაწერი