დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიული მოქმედებების ფონზე, უკრაინელ ხალხს უპრეცედენტო სოლიდარობა სჭირდება. ჩვენ უკრაინელების გვერდით ვდგავართ და მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ. უკრაინელი ხალხის გამარჯვება დემოკრატიისა და თავისუფალი სამყაროს გამარჯვებას ნიშნავს.
აღნიშნულ ურთულეს ვითარებაში ნებისმიერი დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ამ თვალსაზრისით საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და „ჯეოქეისის“ (Geocase) ერთობლივი გადაწყვეტილებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გავხსენით ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის ჩარიცხვა (ანგარიშის ნომერი - GE54TB7552645067800007). ეს თანხა გადაირიცხება უკრაინის საელჩოს ანგარიშზე.
ჩვენი თანადგომა უკრაინას! ერთად დავამარცხოთ საერთო მტერი!
იხილეთ სიუჟეტი