ნიკოლოზ ხატიაშვილმა იან კარსკის სახელობის პროგრამის მსმენელებს საჯარო ლექცია წაუკითხა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა იან კარსკის სახელობის პროგრამის მსმენელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა. 
 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. 
 

იან კარსკის სახელობის პროგრამას ახალგაზრდა ქართველი ლიდერებისთვის ანალიტიკური ორგანიზაცია „საგარეო პოლიტიკის საბჭო“, საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 
 

პროგრამის მიზანია საქართველოში რუსული პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ საზოგადოების ყველაზე აქტიური სოციალური ჯგუფების ჩართულობითა და მონაწილეობით. 
 

აღნიშნულ პროგრამაში  მონაწილეობენ საჯარო მოხელეები,  არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები. 
 

გააზიარე: