„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის მეორე მოდული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და კანონმდებლობა" დაიწყო

„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეორე მოდული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და კანონმდებლობა" დაიწყო, რომელსაც ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე გაუძღვება.

 

მოდულის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგად თეორიულ მიდგომებს, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების საფუძვლებს, არქიტექტურის მოწყობის პრინციპებს და იმ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს აღნიშნულ სფეროს. ასევე, მოდული დაფარავს იმ ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტების მიზნებსა და შემუშავების წესს, რომელიც საქართველოში არსებობს.

 

მოდულის მეორე ნაწილი შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებას ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებზე. სატრენინგო კურსის მონაწილე მიიღებს ზოგად ინფორმაციას საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე, ასევე საქართველოს პარლამენტში დღეს არსებულ მექანიზმებსა და პრაქტიკაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება საპარლამენტო კონტროლის განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების უწყებებზე.

 

„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

გააზიარე: