„ჯეოქეისსა“ და თურქულ ანალიტიკურ ორგანიზაცია ANKASAM-ს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა და ანკარის კრიზისებისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ (ANKASAM, თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივ კვლევით პროექტებ ინიცირებას; ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ფორუმების, სემინარების, კონფერენციებსა და დისკუსიების მოწყობას; ხელს შეუწყობენ საქართველოსა და თურქეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას; ასევე, გამოაქვეყნებენ ერთობლივ კვლევებს და  საზოგადოებას მათი აკადემიურ მიღწევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა და ანკარის კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის (ANKASAM) პრეზიდენტმა, პროფ. მეჰმეტ სეიფეტინ ეროლმა.

 

მოხარულები ვართ, პროდუქტიული თანამშრომლობის შემდეგ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პროფესიული ურთიერთობა თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციასთან. ვფიქრობ, მემორანდუმის ხელმოწერა არა მხოლოდ განამტკიცებს ორ ანალიტიკურ ცენტრს შორის თანამშრომლობას, გამოცდილებისდა ექსპერტული ანალიზის გაზიარების გზით, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებასაც“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: