გიორგი ანთაძე: მკაფიო მარცხის აღიარება პუტინისთვის არის დაუშვებელი მოცემულობა, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ომი გახანგრძლივდეს

„ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე ქრონიკის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარე ფაზას აფასებს.

 

„ყველა, ვინც სამხედრო საკითხში ჩახედულია, ხვდება, რომ მობილიზაციის შემთხვევაშიც შეიძლება ეს არ იყოს რუსეთის წარმატების საფუძველი, მაგრამ იყოს საფუძველი ამ ომის კიდევ უფრო გახანგრძლივების," - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ერთადერთი, რაც ვიცით, მკაფიო მარცხის აღიარება და მიღება პუტინისთვის არის დაუშვებელი მოცემულობა. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ომი გახანგრძლივდეს. რუსები პოლიტიკურ ველში შეეცდებიან კიდევ გარკვეული სახის ვაჭრობას, რადგან საბრძოლო სივრცეში ბევრი ოფცია დარჩენილი არ აქვთ. რეალური არაფერი აქვთ, თუ ბირთვულ კომპონენტს არ შემოიტანენ რიტორიკაში, მაგრამ გახანგრძლივებული ომი შეიძლება იყოს სპეკულირების საგანი უკრაინასთან და დანარჩენ სამყაროსთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

გააზიარე: