ნიკოლოზ ხატიაშვილმა ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკისმცოდნეობის 23- ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიულ კონტექსტზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც ორი ქვეყნის კავშირს კიდევ უფრო განამტკიცებს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე, როგორც აშშ-ის წვლილზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების პროცესში.

 

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის განვითარების პროცესში. ის რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა არაერთი მიმართულებით, ხოლო ჩვენი სამხედრო ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან დიდწილად ჩვენი ამერიკელი მეგობრების დამსახურებაა. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი იყო. წელს ჩვენ აღნიშნავაშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს და შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ჩვენი სტრატეგიული კავშირები ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს არ ყოფილა. მიუხედავად წარმატებული თანამშრომლობისა, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც შეგვიძლია ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა თავის გამოსვლაში.

 

ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ამერიკისმცოდნეობის და საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, სადაც განიხილება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებები და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის კავშირების გაძლიერებას.

გააზიარე: