ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობასთან უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა, როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ გამოწვევებზე, რაც ამ პროცესს ახლავს თან. გარდა ამისა, მან დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.