ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, რუსეთს რამდენიმე წითელი ხაზი აქვს მონიშნული და ერთ-ერთი მიზანი არის ახლო საზღვარგარეთში მათი პრივილეგირებული ინტერესების გავრცელება. „ახლო საზღვარგარეთში სამწუხაროდ შევდივართ ჩვენ და ამ კიბერშეტევის განხორციელებით, რუსეთი ერთგვარად მონიშვნას აკეთებს მისი გავლენის გეოგრაფიის. ის გზავნილს უგზავნის დასავლეთს, რომ ეს არის მისი განსაკუთრებული ინტერესების ზონა“, - დასძინა მან.
მისი თქმით საკმაოდ კარგი გზავნილია, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში აშშ მიიღებს ქმედით მონაწილეობას. „კიბერუსაფრთხოება არის დიდი ფუფუნება და ჩვენ, ჩვენი რესურსებით, ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ. ეს თანადგომა ძალიან არსებითია. ქართული თემა ისევ აღმოჩნდა ევროატლანტიკურ დღის წესრიგში. ეს არის ძალიან კარგი თანხვედრა, როცა ჩვენ გრადუსი უნდა შევინარჩუნოთ. უნდა მივიღოთ მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდები შექმნილი ვითარებიდან“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
თუ გსურთ იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი დააჭირეთ აქ