„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის მოდული „ომი და პოლიტიკა- ომის ფენომენი" წარმატებით დასრულდა

 

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეხუთე მოდული „ომი და პოლიტიკა-ომის ფენომენი" წარმატებით დასრულდა, რომელსაც „ჯეოქეისის" მრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ კაპანაძე უძღვებოდა.

 

ლექციების პერიოდში განხილულ იქნა ომის სახეები და ფორმები, ტექნოლოგიური რევოლუციის გავლენა ომების ევოლუციაზე, ომი და ადამიანური ფაქტორი.

 

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღნიშნული საკითხები განეხილათ უახლესი დროის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საომარ მოქმედებების ანალიზის პროცესში.

 

„ჯეოქეისის“ სტუდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

გააზიარე: