ნიკოლოზ ხატიაშვილმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა

ანალიტიკური ცენტრისჯეოქეისის" მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა.

 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე ევროინტეგრაციის პროცესში. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან, ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე, შეხვედრისას განხილულ იქნა თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და განვითარებისათვის, რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, რა ძირითადი გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე იმყოფება ჩვენი ქვეყანა და რა არის საჭირო მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

შეხვედრას, რომელსაც 45 ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელი ესწრებოდა, მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ.

 

 

სემინარი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

 

 

გააზიარე: