„ჯეოქეისის“ სტუდენტური სასწავლო პროგრამის: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ მორიგი კურსი წარმატებით დასრულდა

ანალიტიკურ ცენტრისჯეოქეისისსტუდენტური სასწავლო პროგრამის: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხებიმორიგი კურსი წარმატებით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

 

სალექციო კურსს უძღვებოდნენ ჯეოქეისისმკვლევრები და ანალიტიკოსები: ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი ხათუნა ბურკაძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე, პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, დავით აფციაური, მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, გიორგი აბაშიშვილი, ეკონომიკური ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი, ზვიად კირტავა, „ჯეოქეისისმრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალმაიორი (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძე, მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი.

 

სტუდენტებს ტრენინგ კურსი საშუალებას აძლევს ცოდნა და უნარები გაიღრმაონ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკის ანალიზი, თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება, დაზვერვა და კონტრდაზვერვა, რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, ეკონომიკური უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, პანდემია და ახალი რეალობა, ომის წარმოების ფორმები, ჰიბრიდული გამოწვევები.

 

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ პირადად შეხვროდნენ და დისკუსია გამართათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის სხვა ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან.

 

სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის უფასოა. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს ანალიტიკური ცენტრი ჯეოქეისი.

გააზიარე: