ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მონაწილეები მოდულის „დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება" ფარგლებში, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ.
აღნიშნულ მოდულს „ჯეოქეისის" მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი უძღვებოდა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურში სტუმრობისას სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის და ზოგადად დაზავერვის როლის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში.
მოდულის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს დაზვერვის ძირითადი საკითხები და ტიპები, დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები და თანამედროვე სპეცსამსახურების საქმიანობის მიმართულებები.
ლექციების მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული დაზვერვითი საქმიანობის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიული ასპექტები და აშშ-ის სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა როგორც წასრულში, ასევე დღევანდელ მსოფლიოში.
„ჯეოქეისის“ სტუდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.