ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვევით პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილ საქართველოს საგარეო კომუნიკაციების საკითხზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სფეროში, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის გათვალისწინებით, პირდაპირი, გამჭვირვალე და ღია დიალოგის წარმოების ხელშეწყობა.
„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, მნივშნელოვანია, რომ დასავლეთთან წარიმართოს ეფექტური კომუნიკაცია და ჩვენს პარტნიორებს მიეწოდოთ სწორი და თანმიმდევრული გზავნილები, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე, არასამთავრობო სექტორიდან. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიასაც,“-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Slovak Aid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.“