ნიკოლოზ ხატიაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა.

 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

 

სადისკუსიო ფორმატში ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

სემინარი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

გააზიარე: