ვიქტორ ყიფიანმა იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართა


ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა იოჰანესბურგის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკა) პროფესორებთან, კოსტა ანდრე გეორგიუსთან და დეონ გელდენჰიუისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


შეხვედრისას ისაუბრეს „ჯეოქეისსა” და იოჰანესბურგის უნივერსიტეტს შორის ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების პერსპექტივებზე, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები დაიგეგმება. ასევე, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით, მოხდება პუბლიკაციების, კვლევების და სხვა შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა. გარდა ამისა, პროფესორებმა ვიქტორ ყიფიანი სამხრეთ აფრიკაში იოჰანესბურგის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად მიიწვიეს.


სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე და, თავის მხრივ, როგორც სამხრეთ აფრიკელებმა, მასპინძელს აპარტეიდთან დაკავშირებით შეხედულებები და აღნიშნულის მიზეზით გამოწვეული პრობლემების დაძლევის საკუთარი მიდგომები გაუზიარეს.


საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკის, კულტურისა და ინკლუზიურობის საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. 


„მოხარული ვარ პროფესორებთან პირადად შეხვედრის. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივად არაერთ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ამასთან ერთად, სამხრეთ აფრიკის საგარეო პოლიტიკის ხაზის გათვალისწინებით, ჩვენ მათ რეგულარულად მივაწვდით ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების შესახებ“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა. 
 

გააზიარე: