ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, BTU-ში უსაფრთხოების კვლევების სფეროში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა.

ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში, მხარეების კოორდინირებული ძალისხმევით, საერთო პროექტები განხორციელდება, გაიმართება ერთობლივი კონფერენციები, ლექციები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა,  ნინო ენუქიძემ მოაწერეს. 
 

 

 

 

 

გააზიარე: