ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ თურქეთის ელჩს, ბატონ ალი ქაან ორბაის უმასპინძლა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა თურქეთის ახალ ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის ორგანიზაციის ოფისში უმასპინძლა. ეს გახლდათ პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც ბატონმა ორბაიმ ელჩის რანგში ქართულ ანალიტიკურ ცენტრთან გამართა. 


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ სტუმარს ორგანიზაციის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ უამბო. მათ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური მოვლენები განიხილეს და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 


შეხვედრისას, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს.
 

გააზიარე: