ვიქტორ ყიფიანი საფრანგეთის ეროვნული კრების წევრებს შეხვდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის ეროვნული კრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ.


შეხვედრაზე განიხილეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და ევროკავშირის რეგიონთან დაკავშირებული პოლიტიკა შავი ზღვის კონტექსტში. ისაუბრეს სამოქალაქო და საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო ასპექტებზე, რომლებიც ახალგაზრდა დემოკრატიებში სახელმწიფო პროცესების ჯანსაღად წარმართვას ეხება.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტარტეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი და ვალერი ჩეჩელაშვილი, GSAC-ის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.
 

გააზიარე: