"ჯეოქეისს" უმცროსი მკვლევრის პოზიციაზე სალომე ლიპარტელიანი შემოუერთდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების გუნდს უმცროსი მკვლევრის პოზიციაზე სალომე ლიპარტელიანი შემოუერთდა.


სალომე ლიპარტელიანი 2021 წლიდან დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრის - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტში სალომე კოორდინირებას უწევს დეკანის მრჩეველთა საბჭოს. პარალელურად, იგი არის მედია ჰოლდინგ კომერსანტის მმართველი პარტნიორის მრჩველი და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლიდან დღემდე იგი არის ბიზნეს პორტალი BPI.ge-ს ბიზნეს პროცესების მენეჯერი. სალომე ლიპარტალიანი 2020-2021 წლებში გახლდათ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ ბიზნეს კვლევების სახლის (HBS) უფროსი ანალიტიკოსი. 


სალომე არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ღონისძიების ორგანიზატორი, მათ შორის იგი იყო გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) მიერ საქართველოში ორგანიზებული ორი მაღალი დონის ვორკშოპისა და ერთი ვებინარის საორგანიზაციო მენეჯერი.


"მოხარულნი ვართ, რომ "ჯეოქეისის" გუნდი განაგრძობს პროფესიულ ზრდას და განვითარებას და გვჯერა, რომ პროდუქტიული თანამშრომლობით არაერთ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: