"ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც მცხეთა-თიანეთის რეგიონულ ჰაბსა და ამერიკის საელჩოს ბუქმობილთან თანაშმრომლობით, წეროვანში ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაიმართა. შეხვედრა პროექტ EPAG Hidden Treasure ფარგლებში შედგა.
შეხვედრისას, ასოციაციის წევრებმა აუდიტორიასთან განიხილეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული საკითხები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქის ჩართულობის მექანიზმები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, დეზინფორმაცია, ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის და გრანტები.
შეხვედრას ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ. პროექტი EPAG Hidden Treasure ამერიკის საელჩოს მიერაა დაფინანსებული.