22 ოქტომბერს რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის - „ააშენე საქართველო“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი 2-წლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში წარმატებული ლიდერების და ახალგაზრდების ჩართულობას მიმდინარე პროცესში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის და კომპრომისის გზით პროცესი მოამზადებს ნიადაგს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონსენსუსის მიღწევაზე არაფორმალურ გარემოში.
პროექტში ჩართულია 60 მონაწილე შემდეგი სამიზნე ჯგუფებიდან: ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, ახალგაზრდები და რელიგიური ორგანიზაციები.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, გამოიყენებს საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას, რათა შექმნას საერთო საფუძველი სხვადასხვა აქტორებს შორის. შემოთავაზებული მიდგომა ორიენტირებული იქნება არაფორმალურ გარემოში კონსენსუსის მიღწევაზე, რაც სამომავლოდ ქმნის გაზრდილი თანამშრომლობისა და კომპრომისის საფუძველს.
ღონისძიებას გახსნა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამების დირექტორმა, ჯონ დიპირომ.
ღონისძიების გახსნით პანელზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა: "ჩემთვის პატივი და გამოწვევაა მრჩეველთა საბჭოს წევრობა,"ააშენე საქართველო" პროექტში ყოფნა - ეს გამოწვევაა, ვინაიდან მაქვს შეგრძნება და გააზრებული მაქვს რომ ინიციატივის შედეგებზე პასუხი მეც მეკისრება! IRI-თან ერთად მიზნის შესრულება საპატიოცაა და მიღწევადიც. ცალსახაა, რომ ქვეყანაში ფუნდამენტურ საკითხებზე კვალიფიცური დისკუსიის აუცილებლობაა საჭირო, კვალიფიციური და ცოდნაზე დაფუძნებული დისკუსია მონაწილე მხარეებს ათავისუფლების ზედმეტი წნეხისგან.
თემატურ დისკუსიებში ახალგაზრდების მაქსიმალური ფართო ჩართულობას უბრალოდ ალტერნატივაც არ აქვს"