“ჯეოქეისის” მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი ჩაერთო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტში „ააშენე საქართველო“, რომელიც მიზნად ისახავს მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოში წარმატებული ლიდერების და ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის პროცესში.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის და კომპრომისის გზით, პროცესი მოამზადებს ნიადაგს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონსენსუსის მიღწევაზე არაფორმალურ გარემოში. პროექტში ჩართულია 60 მონაწილე შემდეგი სამიზნე ჯგუფებიდან სხვადასხვა სფეროებიდან, მათ შორის აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, გამოიყენებს საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას, რათა შექმნას საერთო საფუძველი სხვადასხვა აქტორებს შორის. შემოთავაზებული მიდგომა ორიენტირებული იქნება არაფორმალურ გარემოში კონსენსუსის მიღწევაზე, რაც სამომავლოდ ქმნის გაზრდილი თანამშრომლობისა და კომპრომისის საფუძველზე.