დღევანდელ პირობებში, საქართველოს შესაძლებლობების და ზოგადად გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა, ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, მაქსიმალურად ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა როგორც ქვეყანაში, ისე მთლიანად ჩვენ რეგიონში, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე, მკაფიოდ იკვეთება, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან გაბრაზებული მოქმედებები, რომლებიც მიმართულია პირდაპირ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ. წაგების კონტურების უკვე საკმაო ხანია გამოკვეთილია, რეალობაში თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი როგორც ახლაა, ამ მხარდაჭერის პირობებში რაც უკრაინას დღეს აქვს, მხოლოდ დროის საკითხია, რომ ეს მარცხი ბრძოლის ველზე გაფორმდეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ყველაფერს ცდილობს, მათ შორის ბირთვული ბერკეტის შანტაჟის გზითაც იძულებას უკრაინის რომ გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებში ჩაითრიოს და თავი დაიძვრინოს იმ მძიმე სიტუაციიდან რაც სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთს დღეს უკრაინასთან მიმართებით უდგას. დღევანდელ პირობებში, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზოგადად გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა, მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების დაცვით, მაქსიმალურად ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა როგორც ქვეყანაში, ისე მთლიანად ჩვენ რეგიონში“, - აცხადებს ანთაძე.