ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და სომხეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა განვითარების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს არაერთი კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებიც.