გიორგი აბაშიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოში პირველ საერთაშორისო კონფერენციის გახსნით პანელს მოდერატორობა გაუწია

"ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციის გახსნით პანელში, როგორც მოდერატორმა. გახსნით პანელში მონაწილეობას იღებდნენ ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყების  - „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“, „სემეკის“, „საქართველოს ეროვნული ბანკის“, „კომუნიკაციების კომისიისა" და "დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" ხელმძღვანელები.


კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.
 

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.
 

კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილება. ასევე, აღსრულების ირიბი მექანიზმების და რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობის კონკურენციის პოლიტიკის შესახებ პარალელური თემატური სესიები გაიმართება. სესიების მონაწილეები ერთმანეთს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

გააზიარე: