მალმოს უნივერსიტეტის მიწვევით ელჩმა დავით აფციაურმა ონლაინ სემინარი გამართა

მალმოს უნივერსიტეტთან (შვედეთი) არსებული რუსეთისა და კავკასიის რეგიონული კვლევის ცენტრის (RUCARR) მიწვევით, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ელჩმა დავით აფციაურმა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ ჩინეთის პოლიტიკის შესახებ ვირტუალურ ფორმატში ლექცია გამართა.


დავით აფციაურის ლექცია ეხებოდა ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების ტენდენციებს, მათ გავლენას რეგიონის ეკონომიკურ ზრდასა და უსაფრთხოების გარემოზე, გახანგრძლივებული პანდემიური კრიზისისა და უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის განხილვას ჩინეთის „Belt and Road” ინიციატივის ფარგლებში.


დავით აფციაურმა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკასა და ეკონომიკაში გლობალური და რეგიონული მოთამაშეების როლზეც ისაუბრა. ლექციის მსვლელობისას, დამსწრეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე განახლებული ინფორმაცია მიეღოთ.

გააზიარე: