ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა EU's Horizon 2020 Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - Innovative Training Network "MARKETS“ - მონაწილეებს უმასპინძლა.
საქართველოში ვიზიტისას, პროექტის მონაწილეებმა, რომლებიც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დოქტორანტები არიან, ქსელის წევრებისათვის შეხვედრები, ვორქშოფები და სხვადასხვა სახის ლექციები გამართეს.
„ჯეოქეისის“ ოფისში შეხვედრისას, ვიქტორ ყიფიანმა პროექტის მონაწილეებს საქართველოსა და რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასასრულს ვიქტორ ყიფიანმა ინოვაციური სწავლების ქსელის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.
Innovative Training Network "MARKETS", ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მასშტაბით, უცხოურ ინვესტიციებზე ფორმალური და არაფორმალური ფაქტორების გავლენას სწავლობს, ასევე, მომავალი ანალიტიკოსებისათვის შეიმუშავებს მდგრად სასწავლო პროგრამებს, რაც მათ რეგიონის არსებითად პრაქტიკულ გაგებაში ეხმარება.