ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო რიგის კონფერენციაში და რიგის კონფერენციის მომავალ ლიდერთა ფორუმში, სადაც დისკუსია დაეთმო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, თანამედროვე გამოწვევებს, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ჰიბრიდულ საფრთხეებს და ევროპის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურას. კონფერენციის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილმა გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან - ბაიბა ბრაჟესთან და ნატოს გენერალური მდივნის ოფისის პოლიტიკის დაგეგმვის ხელმძღვანელთან - ბენედეტა ბერტისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებები, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს როლი, ნატო-ს ახალი კონცეფცია და უკრაინაში მიმდინარე ომი.
ნატოელმა პარტნიორებმა კვლავ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის 2008 გადაწყვეტილების ერთგულება და აღნიშნეს, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. რიგის კონფერენციის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიშვილმა, ასევე, გამართა შეხვედრები ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელთან - სიგიტა სტრუბერგასთან, ასევე, ატლანტიკური საბჭოს, გლობსეკის, ქინგს კოლეჯის, მშვიდობის კვლევის ინსტუტის, საგარეო ურთიერთობების ევროპის ინსტიტუტის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, მაკდონალდ-ლორიეს ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და მკვლევრებთან.