ხათუნა ბურკაძემ და თორნიკე შარაშენიძემ, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინეს.
„ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებების მიხედვით (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკა).
ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრას გაუძღვნენ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე და GSAC-ის დამფუძნებელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე. მათ პროექტისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებზე ისაუბრეს.
„მნიშვნელოვანია, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ხელი შევუწყოთ პოლარიზაციის, გარკვეულწილად, შემცირებას და იმ საკითხებზე თანხმობის მიღწევას, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აუცილებელია გეოპოლიტიკური შესაძლებლობის სათანადოდ გამოყენება და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ჩვენი ევროპული მომავლის განსაზღვრას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემაც განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული თანხმობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი.
ამ პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, როცა განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.
ასევე, ინიციატივა წარედგინათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მის მხარდასაჭერად მზაობა გამოხატეს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ამ მხარდაჭერის დასტური და პირველი ეტაპია.
„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია” ზუგდიდში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს, აკადემიური სფეროს, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს.